ალბათ, უმეტეს შემთხევაში, როცა ევაკუატორით სარგებლობა დაგვჭირდა – ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო. ან ავტო-საგზაო შემთხვევა, ან უეცრად მწყობრიდან გამოსული ავტომობილი, ან კიდევ სხვა ათასი მიზეზი. ყოველ შემთხევაში, ერთი რამ უცვლელი რჩება, ევაკუატორით სარგებლობა არ იყო წინასწარ დაგეგმილი და ხშირად, ამ ყველაფერთან ერთად, ევაკუატორის მომსახურება რაც შეიძლება სწრაფად გვჭირდება ხოლმე. ან გზა გვაქვს ჩაკეტილი, ან გვაგვიანდება სამსახურში – მიზეზი აქაც ათასგვარი შეიძლება იყო. თუმცა, რომ შევაჯამოთ, 90% შემთხევაში ევაკუატორით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება დაუგეგმავია და ეს სერვისი რაც შეიძლება სწრაფად გვჭირდება. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში კი ფასების შედარებისა და ასე თუ ისე აწონილ-დოწინილი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ნაკლებად გვაქვს.
დამეთანხმებით, კარგი იქნებოდა, წინასწარ ვიცოდეთ, თუ რომელი კომპანია მოგვემსახურება იაფად, რათა შემდგომ, როცა დაგვჭირდება ევაკუატორი იაფად, მზად ვიყოთ გადაწყვეტილების მისაღებად.
ყველაზე უკეთესი კომბინაცია კი იაფი, სწრაფი და ხარისხიანი სერვისია, როგორსაც გთავაზობთ ჩვენ. ჩვენი ფასები ყოველთვის საბაზროზე ნაკლებია, ადგილზე მოსვლის დრო კი 30 წუთზე ნაკლები. ჩვენს განკარგულებაშია ყველა ტიპის ევაკუატორი იქნება ეს სტანდარტული, მძიმე წონიანი თუ ე.წ. ობობა evakuatori. ჩვენ მზად ვართ, მოგემსახუროთ 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე.
გარდა იმისა, რომ ჩვენს სერვისებში შეგიძლიათ ნახოთ ევაკუატორი იაფად, ასევე ჩვენ მრავალ სხვა სერვისს გთავაზობთ, მაგალითად ფხიზელი მძღოლის მომსახურებას, საბურავის შეცვლას, საწვავის მიწოდებას, ავტომობილის დაქოქვასა და სხვა.
როდესაც მომსახურების შესრულების სისწრაფე და სიიაფე გადამწყვეტია, ნამდვილად სწორი არჩევანია, აირჩიოთ Helpo. დაგვირეკეთ 557 637 637 ნებისმიერ დროს და ჩვენ 30 წუთში უკვე თქვენთან ვიქნებით.
და მაინც, რატომ არის ჩვენი სერვისი ყველაზე იაფი:
1) ვინაიდან ჩვენი ევაკუატორები მოძრაობენ მთელი ქალაქის მასშტაბით, გამოძახების შემთხვევაში თქვენამდე მოვა ყველაზე ახლოს მყოფი ევაკუატორი, შესაბამისად საწვავის დანახარჯი მინიმალურია. ევაკუატორებს არ უწევთ 1 ცენტრალური პუნქტიდან სიარული გამოძახების წერტილამდე, როგორც ბევრ საევაკუაციო კომპანიის შემთხვევაში ხდება ხოლმე.
2) ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ჰელპოს ბრენდის პოპულარიზებაში, შესაბამისად გვაქვს კარგად ოპტიმიზირებული სარეკლამო კამპანიები და ასევე ორგანული ტრეფიკი. შესაბამისად მაქსიმალურად მცირე თანხა გვეხარჯება ახალი კლიენტების მოზიდვაში. ყოველი მომხმარებელი, შეიძლება ითქვას, უფრო ნაკლები გვიჯდება, ვიდრე კონკურენტებს.
3) ჩვენი ფასწარმოქმნის სტრატეგია შემდეგანირია – ვმუშაობთ მნიმალური ფასნამატით და ვიღებთ შეკვეთების მაქსიმალურ რაოდენობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვირჩევნია გვქონდეს დაბალი ფასი და, სამაგიეროდ, დიდი რაოდენობის შეკვეთები.
ეს 3 ძირითადი პუნქტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს კონკურენტუნარიანი ფასი ყველა სახის ტექნიკაზე. რა თქმა უნდა, ფასები დინამიურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორებიაა:
1) რა მანძილზეა გადასაყვანი ევაკუირებული ავტომობილი.
2) რამდენად ახლოსაა უახლოესი ევაკუატორი.
3) პიკის საათისა და საცობების ფაქტორი და სხვა.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ფასები ყოველთვის საკმაოდ დაბალია. თანაც მხოლოდ ფასები როდია ჩვენი სავიზიტო ბარათი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ასევე წინ წამოწეული ფაქტორი სისწრაფე და ხარისხია. შეიძლება ითქვას, თუ ევაკაუტორი დაგჭირდათ, ჩვენ შემოგთავაზებთ მის სერვისს იაფად, სწრაფად და ხარისხიანად!