თუ ევაკუატორის გამოძახება სწორედ თბილისში დაგჭირდა, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება evakuatorebi.ge არის. რატომ? მიზეზი რამდენიმეა:
- ჩვენ მოვალთ ყველაზე სწრაფად, განსაკუთრებით თბილისში.
- ჩვენ მოვალთ ყველაზე იაფად.
- ჩვენს არსენალშია ყველა შესაძლო ტიპის ევაკუატორი.
- შეკვეთის შესრულების მთლიან პროცესს გააკონტროლებს პირადი მენეჯერი.
და მაინც, როგორც მოვალთ ჩვენ ყველაზე სწრაფად?
ჩვენს განკარგულებაშია 50-ზე მეტი ევაკუატორი თბილისი -ს მასშტაბით. ისინი მოძრაობენ ქალაქის ყველა უბანში და გამოძახების შემთხვევაში თქვენამდე მოვა უახლოესი. როგორც წესი, მოლოდინის დრო 15-30 წუთს არ სცდება, სწორედ ამ მიზეზით არის ჩვენი მომსახურება ყველაზე იაფი. ვინაიდან თქვენთან მოვა უახლოესი ევაკუატორი, საწვავის დანახარჯი მინიმალურია.
ჩვენთან შეგიძლიათ გამოიძახოთ ნებისმიერი ტიპის ევაკუატორი. იქნება ეს სტანდარტული ანუ პატარა ევაკუატორი, ობობა, ცხვირამწე თუ სლაიდი – evakuatorebi.ge-ზე თქვენ შეძლებთ ნებისმიერი მათგანის გამოძახებას.
განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქ თბილისში evakuatorebi.ge-ს გუნდს აქვს მკაფიოდ გაწერილი და შესწავლილი ლოგისტიკური გეგმა. ჩვენ მიჩვეულები ვართ დედაქალაქის მკაცრ პირობებში მუშაობას. საცობები, პიკის საათები, გადაკეტილი ქუჩები ჩვენი რუტინის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მენეჯერები გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე აგერ უკვე რამდენი წელია წარმატებით ართმევენ თავს თბილისში – საქართველოს ყველაზე გადატვირთულ ქალაქში – ევაკუატორის სერვისის მოწოდებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ჩვენი მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია ჩვენს მიერ მიწოდებული სერვისით.
ევაკუატორის სერვისის გაწევის პროცესში, როგორც წესი, უმთავრესი ფაქტორი სისწრაფეა და ჩვენი ძირითადი აქცენტი სწორედ მასზე გადავიტანეთ. კი, იაფი და ხარისხიანი სერვისი არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა, ემერჯენსი სიტუაციებში, ადამიანები ნაკლებად უყურებენ ფასს. როდესაც, მაგალითისთვის, გაუმართავ ავტომობილს გადაკეტილი აქვს მთლიანი ქუჩა, აუცილებელია მისი სასწრაფოდ ევაკუირება.
ზოგჯერ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ არცერთი ჩვენი ევაკუატორი არ იყოს გამოძახების წერტილთან ახლოს. ასეთ დროს ჩვენ გვირჩევნია დავუკავშირდეთ, ჩვენს რომელიმე პარტნიორ ევაკუატორის მძღოლს ან კომპანიას, ვიდრე მომხმარებელი 30 წუთზე მეტ ხანს ვალოდინოთ. ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმთავრესი ფაქტორია.
რა უნდა ვიცოდეთ ევაკუატორის თბილისში გამოძახებისას? უმთავრესი შეცდომა, რასაც ჩვენი მომხმარებლები უშვევენ თბილისში ევაკუატორის გამოძახებისას არის – ევაკუატორის არასწორი კატეგორიის შერჩევა. კი, მართალია, 90% შემთხვევებში საქმე გვაქვს სტანდარტულ სიტუაციასთან და საჭიროა სტანდარტული, პატარა ევაკუატორი, თუმცა მეორე ადგილზე არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ავტომობილის ერთი ან რამდენიმე ბორბალი ბლოკირებულია და საჭირო ხდება ობობა ევაკუატორის გამოძახება. ყოველ შემთხევაში, ჩვენი ოპერატორი აუცილებლად გაერკვევა წინასწარ, თუ რა ტიპის ევაკუატორია საჭირო.
ევაკუატორი თბილისი -ს გარდა ჩვენ კიდევ მრავალი სერვისი გვაქვს, როგორებიცაა ფხიზელი მძღოლის სერვისი, საბურავის ადგილზე შეცვლა, საწვავის მიწოდება, მოტო-ევაკუატორი, ავტომობილის დაქოქვა და სხვა.
Evakuatorebi.ge – ზე თქვენ აუცილებლად იპოვით გზისპირა დახმარების ყველა სერვისს. ჩვენი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი იმედგაცრუებულს ნამდვილად არავის დაგტოვებთ.